რეკლამა



style="display:inline-block;width:336px;height:280px"
data-ad-client="ca-pub-9522585540952779"
data-ad-slot="8133900045">

რეკლამა



style="display:inline-block;width:300px;height:600px"
data-ad-client="ca-pub-9522585540952779"
data-ad-slot="4901232042">

ფორექსი

 

საერთაშორისო სავალუტო ბაზარი რომელიც ცნობილია როგორც ფორექსი არის უდიდესი და ყველაზე ლიკვიდური ბაზარი მსოფლიოში. მისი დღიური ბრუნვა შეადგენს 3 ტრილიონ დოლარზე მეტს. ფორექსი არის ბირჟის გარეთა ბანკთა შორისო ბაზარი, რომელიც დღე-ღამურად ბანკთაშორისო ელექტრონულ რეჟიმში მუშაობს. ფორექსისთვის არ არსებობს არანაირი ცენტრალური სავაჭრო ფართობი ან ბირჟა, ბაზარი მუშაობს მუდმივად 24 საათი დღე-ღამეში 5 დღის მანძილზე. ვაჭრობა შესაძლებელია პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან სადაც არის კავშირი. ფორექსზე სავაჭრო ძირითადი ვალუტებია – აშშ-ს დოლარი, ევრო, იაპონური იენა, ინგლისური ფუნტი, შვეიცარული ფრანკი, კანადური დოლარი, ავსტრალიური დოლარი, ახალ ზელანდიური დოლარი. ვალუტით ვაჭრობა შესაძლებელია მხოლოდ წყვილად. მაგ. ევრო/დოლარი, დოლარი/იენა, ფუნტი/დოლარი, აშშ დოლარი/კანადის დოლარი, აშშ დოლარი/ შვეიცარული ფრანკი ესენი მთავარი წყვილებია რომლებზე მოდის ფორექსზე ვაჭრობის მთლიანი მოცულობის 75 პროცენტი… სავალუტი წყვილში რომელი ვალუტაც პიველ ადგილზეა ჰქვია საბაზო ვალუტა, ხოლო მეორეზე ქვოტირებული ან კონტრ ვალუტა. ვალუტის წყვილად წარმოდგენა იმიტომაა საჭირო, რომ დავინახოთ რა რაოდენობის ქვოტირებული ვალუტაა საჭირო საბაზო ვალუტის შესაძენად. მოგების მისაღებდ შესაძლებელია ვალუტის როგორც შეძენა, ასევე გაყიდვა… თუ ყიდულობთ და საბაზო ვალუტის ფასი კონტრ ვალუტასთან შეფარდებაში მიდის ზევით, ე.ი. გარიგების დახურვა მოგცემთ მოგებას. თუ ყიდით და საბაზო ვალუტის ფასი კონტრ ვალუტასთან შეფარდებით მოძრაობს ქვევით, გარიგების დახურვა ასევე მოგცემთ მოგებას. იმისათვის რომ დამწყებებმა შეძლონ ტრეიდინგში კარგად გათვითცნობიერება არსებობს სასწავლო დემო ანგარიში. აქ შეგიძლიათ ყველანაირი რისკის გარეშე ივაჭროთ ვალუტით, შეისწავლოთ ბაზარი და სავაჭრო პლატფორმა. დემო ანგარიშში ყველაფერი რეალურია, მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ ვაჭრობთ არა ნამდვილი, არამედ ვირტუალური თანხით. დემო ანგარიშის გასახსნელად გადადით რომელიმე ბროკერის საიტზე… ფორექსის უფრო ადვილად გასაგებად განვიხილოთ საბაზო ასპექტები… – პუნქტი – არის ფასის სიდიდის მინიმალური ცვლილება, რომელიც გამოიყენება მოგების ან წაგების დასაანგარიშებლად. უმეტეს ვალუტებში ის ჩანს მძიმის შემდეგ დაწერილი 4 ციფრით. იაპონურ იენაში ასე არ არის ის ქვოტირდება მძიმის შემდეგ ორ ციფრში. პუნქტებში იზომება ვალუტის კურსების აქტუალური მდგომარეობა იმ მომენტში, როდესაც ხდება გარკვეული რაოდენობის ვალუტის ყიდვა ან გაყიდვა. — შეძენილი ან გაყიდული ვალუტის რაოდენობა იზომება ლოტებში. ერთი ლოტი საბაზო ვალუტის 100.000 ერთეულის ტოლია. — მინი ლოტი ტოლია 10.000 ერთეულის, ხოლო მიკროლოტი 1.000 ერთეულის. სტანდარტული ლოტის შემთხვევაში ერთი პუნქტი 10 ამერიკული დოლარის ტოლია… მინი ლოტი ევრო/დოლარის ერთი პუნქტი ტოლია ერთი დოლარის, მიკრო ლოტის შემთხვევაში ერთი პუნქტი 0.10 დოლარის ტოლია. ლოტის ზომა პუნქტთან მიმართებაში გვიჩვენებს მოგების ან  წაგების სიდიდეს. ერთ-ერთი საყურადღებო ფაქტორია სპრედი. ეს არის სხვაობა ასკ და ბიდ-ის შორის. სადაც ასკ არის ფასი შეძენის დროს და ბიდ არის ფასი გაყიდვის დროს. ვაჭრობა საკრედიტო მხრით არის ფორექსის საგანგებო ფაქტორი. საკრედიტო მხარი გაძლევთ უფლებას ივაჭროთ ფორექსზე თანხით, რომელიც ბევრად აღემატება თქვენს ანგარიშს. თქვენს ანგარიშზე არსებულ საკრედიტო მხარზეა დამოკიდებული მარჟის ზომა ახალი გარიგების დადებისათვის. მარჟა ეს არის თანხა ძველი პოზიციის მხარდასაჭერად ან ახალი პოზიციის გასახსნელად. თუ თქვენ გაქვთ არასაკმარისი მარჟა, შესაძლებელია ლიკვიდაცია ან ყველა გახნილი პოზიციის ავტომატური დახურვა. ასეთ სიტუაციას ქვია სტოპ აუტ. ეს ხდება როდესაც თანხა ანგარიშზე ცოტაა და არ ყოფნის შესაძლებელი დანაკარგის დაფარვას ან ტრეიდერის დაცვას უფრო მეტი დანაკარგისაგან. სამუშაო დღის ბოლოს, ყველა გახსნილი პოზიცია ავტომატურად გადადის მომდევნო დღეზე მისი გადატანის ღირებულების აღებით რასაც ჰქვია სვაპი. თანხა დამოკიდებულია გარიგების ზომაზე. ეს თანხა სამმაგდება პარასკევს, იმიტომ რომ შაბათს და კვირას ფორექსი არ მუშაობს. აქ არის ინფორმაცია ფორექს ტრეიდინგის საბაზო ასპექტებზე. თუ გინდათ გაიაროთ პრაქტიკა, გადადით რომელიმე ბროკერის საიტზე, გადმოწერეთ მეტა ტრეიდერი, დაარეგისტრირეთ დემო ანგარიში და ივარჯიშეთ.

 

 

ინდიკატორები

სტრატეგიები

     
ფორექსის ტექნიკური ანალიზი Брокеры      
Статьи о Форекс