რეკლამა



style="display:inline-block;width:336px;height:280px"
data-ad-client="ca-pub-9522585540952779"
data-ad-slot="8133900045">

რეკლამა



style="display:inline-block;width:300px;height:600px"
data-ad-client="ca-pub-9522585540952779"
data-ad-slot="4901232042">

ქობულეთის მუნიციპალიტეტი

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტი მდებარეობს, ქღვის დონიდან 10 მ., ფართობი — 711,8 კვ.კმ. საშუალო წლიური ტემპერატურა 13–15 c. ნალექების საშუალო რაოდენობა წელიწადში 2500–3000 მმ, კლიმატი — სუბტროპიკული. მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილში. ის მოქცეულია შავ ზღვას, მდინარე ჩოლოქსა და მესხეთის ქედს შორი შორის. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტი (საზღვრის სიგრძე 55 კმ.), სამხრეთ–დასავლეთით – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი (საზღვრის სიგრძე 24 კმ.), სამხრეთით – ქედის მუნიციპალიტეტი (საზღვრის სიგრძე 33 კმ.), სამხრეთ–აღმოსავლეთით – შუახევის მუნიციპალიტეტი (საზღვრის სიგრძე 21 კმ.). ზღვისპირა ზოლის სიგრძეა 24 კმ.  ძირითადი მდინარეებია: კინტრიში, ჩაქვისწყალი, ჩოლოქი, დეხვა, აჭყვა. სოფელ ხინოში არის შავი ტბა, რომლის სიღრმეა 7 მ. უმაღლესი მწვრევალებია ყანლი (2987 მ.), ხევა (2810 მ.),შამბალეთი (2688 მ.), სარიჩაირი (2686 მ.), საჩარხია (2616 მ.). მუნიციპალიტეტში თავისი ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულია კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი, თიკერის აღკვეთილი თავისი ფლორითა და ფაუნით იშვიათი მცენარეებითაა სავსე ისპანის ჭაობი