რეკლამა



style="display:inline-block;width:336px;height:280px"
data-ad-client="ca-pub-9522585540952779"
data-ad-slot="8133900045">

რეკლამა



style="display:inline-block;width:300px;height:600px"
data-ad-client="ca-pub-9522585540952779"
data-ad-slot="4901232042">

სერგო ორჯონიკიძე

 

დაიბადა აზნაურის ოჯახში. 1903 წლიდან რადიკალურ პოლიტიკაში ჩაება და თბილისში მიხაილოვის ჰოსპიტალის სამედიცინო სკოლის დამთავრების შემდეგ მალევე დააპატიმრეს იარაღის კონტრაბანდისთვის. საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ გერმანიაში მიდის, თუმცა 1907 წელს რუსეთში ბრუნდება და ბაქოში სტალინსა და მის თანამზრახველებს უერთდება. სერგოს მონაწილეობა აქვს მიღებული სპარსეთის საკონსტიტუციო რევოლუციაში, როგორც ბოლშევიკთა წარგზავნილს და ამგვარად გარკვეული პერიოდი თეირანში მოუხდა ყოფნა (დაახ. 1909), მოგვიანებით კი ასევე მონაწილეობდა გილანის (ირანი) სოციალისტური რესპუბლიკის ჩამოყალიბებაში 1920-21 წლებში. ბაქოში ყოფნისას ის დააპატიმრეს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრობისთვის და ციმბირში გაამწესეს, თუმცა სამ წელიწადში გაქცევა მოახერხა. 1912 წელს ის სტალინთან ერთად სანქტ-პეტერბურგში ბრუნდება, თუმცა ისევ იქნა დაჭერილი და სამი წლით კატორღაზე გაგზავნილი. რუსეთის სამოქალაქო ომის პერიოდში ის უკრაინის კომისარი გახდა, შემდეგ კი კავკასიაში ბრძოლაში იღებს მონაწილეობას, სადაც სომხეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებაში მიუძღვის წვლილი. 1921 წელს მან უხელმძღვანელა ბოლშევიკთა შემოჭრას საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა ჩამოაყალიბა. მოგვიანებით ის საქართველოს საქმის (1922) წამყვანი მონაწილე ხდება. 1926 წელს ორჯონიკიძე პოლიტბიუროს წევრი გახდა, თუმცა 1936 წლიდან სტალინმა ეჭვქვეშ დააყენა მისი ლოიალობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ ორჯონიკიძე მის გავლენას იყენებდა ნკვდ-ს გამოძიების ქვეშ მყოფი ზოგიერთი ფიგურის დაცვისთვის. ამასობაში, ხმები ვრცელდებოდა, რომ 1937 წლის პლენუმზე ორჯონიკიძე სტალინის დაგმობას აპირებდა საკუთარ გამოსვლაში. ორჯონიკიძეს სიტყვით გამოსვლა არ დასცალდა, ის პლენუმამდე მცირე ხნით ადრე მკვდარი იპოვეს. მისი გარდაცვალება თვითმკვლეობად იქნა შერაცხილი. ხრუშჩოვის მემუარების მიხედივთ, ორჯონიკიძეს ანასტას მიქოიანისთვის გაუმხელია თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე, რომ მას უკვე აღარ შეეძლო იმის ატანა თუ რა ხდებოდა პარტიაში.