რეკლამა



style="display:inline-block;width:336px;height:280px"
data-ad-client="ca-pub-9522585540952779"
data-ad-slot="8133900045">

რეკლამა



style="display:inline-block;width:300px;height:600px"
data-ad-client="ca-pub-9522585540952779"
data-ad-slot="4901232042">

ქედის მუნიციპალიტეტი

 

ქედის მუნიციპალიტეტი

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში.  ქედის მუნიციპალიტეტი მდებარეობს მდ. ჭარისწყლის ხეობაში, რაიონი მოიცავს 452 კვ. კმ-ს. მოსახლეობა 20 194 ადამიანს, ცენტრია დაბა ქედა, რაიონი შედგება 64 დასახლებული პუნქტისგან. ნალექების წლიური რაოდენობა წელიწადში 1500 მმ. კლიმატი მიახლოებულია სუბტროპიკულთან.

ქედის რაიონს ესაზღვრება - ობულეთის, ხელვაჩაურის და შუახევის მუნიციპალიტეტები. სამხრეთ ნაწილში კი შავშეთის ქედზე გადის საქართველო თურქეთის სახელმწიფო საზღვარი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდ. აჭარისწყლის დიდი ნაწილი (42 კმ.), აღსანაიშნავია ასევე მდ. აკავრეთა. რაიონის ტერიტორია ზღვის დონიდან სხვადასხვა სიმაღლეზე მდებარეობს. ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიას ავსებს მესხეთის განშტოებანი. სამხრეთ ნაწილში შემოჭრილია შავშეთის ქედის განშტოებანი. უმაღლესი მწვერვალია ღომა 2441 მეტრი ზღვის დონიდან. რაიონის ტერიტორიაზე მდინარე აჭარისწყლის ხეობაში გავრცელებულია კოლხური ტიპის მცენარეულობა. ფერდობებზე უხვადაა წიფლნარ-წაბლნარი. კარგადაა განვითარებული ქვეტყე (შქერი, იელი, თხილი, მოცვი, წყავი). დამახასიათებელია გარეული მსხალი, ვაშლი, კაკალი, ბალი, ზღმარტლი, ხურმა, ტყემალი. ზემოთ ვრცელდება შერეული ტყეები და წიწვოვნები, მცირე მონაკვეთზე სუბ-ალპური და ლპური მცენარეულობა. ტყიანობის მიხედვით ქედის რაიონი ერთ-ერთი პირველია საქართველოში. რაიონის ტერიტორიაზე დღემდე გვხვდება წითელ წიგნში შეტანილი და გადაშენების პირას მისული მცენარეები. აღსანიშნავია ქედის რაიონში სოფ. ქვედა მახუნცეთის ტერიტორიაზე ჯგუფურად გავრცელებული მესამეული პერიოდის იშვიათი ელიქტი – თხოვარი და კოლხური ბზა. წიფლნარ და წაბლნარ ტყეებში გვხვდება გარეული ღორი, კავკასიური ირემი, ევროპული შველი, კავკასიური მურა დათვი, მგელი, ტურა, მელა, მაჩვი, ზღარბი. გველებიდან ნკარა და ხვირრქოსანი გველგესლა; მრავალფეროვანია ფრინველთა სამყარო: ბულბული, ტოროლა, შაშვი, ძერა, კაჭკაჭი. მდინარეებში გვხვდება წვერა, კალმახი, ღორჯო.