რეკლამა



style="display:inline-block;width:336px;height:280px"
data-ad-client="ca-pub-9522585540952779"
data-ad-slot="8133900045">

რეკლამა



style="display:inline-block;width:300px;height:600px"
data-ad-client="ca-pub-9522585540952779"
data-ad-slot="4901232042">

შუახევის მუნიციპალიტეტი

 

შუახევის მუნიციპალიტეტი

თვითმმართველი ერთეული საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში. შეიქმნა 1952 წელს ხულოს რაიონიდან გამოყოფილი ტერიტორიის ხარჯზე, 1963-1964 წწ. ისევ ხულოს რაიონშია, 1965 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია. ამჟამად მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის საზღვრების საერთო სიგრძე დაახლოებით 195 კილომეტრია. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება ოზურგეთის  (6,3 კმ) და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი (2,5 კმ), სამხრეთით თურქეთი (46 კმ), აღმოსავლეთით ხულოს მუნიციპალიტეტი (78 კმ), დასავლეთით ქედის მუნიციპალიტეტი (31,5 კმ) და ქობულეთის მუნიციპალიტეტი (29,5 კმ). შუახევის მუნიციპალიტეტის ფართობია – 588 კმ². შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორია დიდი ნაწილი საშუალო სიმაღლის მთებს უჭირავს. მდინარე აჭარისწყლის გასწვრივ გადის 500 მ სიმაღლის იზოჰიფსი. სამხრეთ ნახევარი უჭირავს შავშვეთის ქედსა და მის ჩრდილოეთ განტოტებებს, ჩრდილოეთ ნახევარი – აჭარა-გურიის სამხრეთ განტოტებებს. მაღალი მთებია : ხევა (2812 მ) შავშეთის ქედზე და თაგინაური (2662 მ) მესხეთის ქედზე. რელიეფი დანაწევრებულია მდინარე აჭარისწყლისა და მისი შენაკადების ეროზიული ხეობებით. ფერდობებზე სხვადასხვა ასაკის ტერასების ფრაგმენტებია. აგებულია შუაეოცრნური ანდეზიტებითა და ჰიდროკლასტოლითებით, ვულკანოგენური ფაციესის, შრეებრივი ტუფ-ბრექჩიებით, ტუფ-ქვიშაქვებითა და არგილიტებით. არის შუა და ზედაეოცენური სიენიტ-დიორიტები. შუახევის მუნიციპალიტეტი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით, როგორიცაა გოგირდის კოლჩედანის, ალუნიტის, გაბროს, სანალიის, ანდეზიტ–ტაციტისა და ბრილის სააგურე თიხის საბადოები.